• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

    შაბათი, 19 ნოემბერი 2016 12:41 view 5252
    პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

    საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 118 დეპუტატმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგ წავიდა.

    ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 1995-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002-2006 კი გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო სამართლის მაგისტრის, მოგვიანებით კი დოქტორის ხარისხი. 2014 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია.

    მე-9 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეებიც აირჩია. აგრარულ საკითხთა კომიტეტს ოთარ დანელია უხელმძღვანელებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ისევ ირაკლი სესიაშვილი იქნება.

    განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში გახდა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე; სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ ყაველაშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]