• ჯანდაცვის სამინისტრო 6-23 თვის ასაკის ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს

    ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 10:30 view 3279
    ჯანდაცვის სამინისტრო 6-23 თვის ასაკის ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს

    ჯანდაცვის სამინისტრო 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს. სახელმწიფომ 13 000 ბავშვისთვის სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა.

    ერთდოზიან პაკეტებად დაფასოებული მიკროელემენტების ფხვნილის ნარევი სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად მიიღება და ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს.

    „სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვების საკვების მიკროელემენტების ფხვნილით (MNP) გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისათვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც მიმართულია კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისთვის. 6 თვემდე ბავშვისთვის დედის რძე უზრუნველყოფს ყველა საჭირო მიკროელემენტრის მიწოდებას. შემდეგ დგება საჭიროება დამატებითი საკვების მიღების, სწორედ ამ დროს, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება ვიტამინებზე მოთხოვნა არის გაორმაგებული. როცა კვება არ არის მრავალფეროვანი, დგება ნივთიერებების დეფიციტი. ეს ინტერვენცია კი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა,“ - განმარტა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა.

    ბენეფიციარები მიკროელემენტებს საქართველოს ყველა რეგიონში, „მედფარმა პლუსის“ კონტრაქტორი აფთიაქების მეშვეობით მიიღებენ. ერთჯერადად, ერთ ბავშვზე, საკვები დანამატის წლიური მარაგი - 180 პაკეტი გაიცემა. საკვები დანამატების მიღების შესახებ ბენფიციარებს დამატებით ინფორმაციას სოციალური აგენტები და სოფლის ექიმები მიაწვდიან.

    როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკვები მიკროელემენტების ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს. მიკროელემენტების დამატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და მიზნად კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]