როგორც ჯოყოლოს ამბულატორიის მთავარმა ექიმმა ქეთო ფარეულიძემ პანკისის სათემო რადიოს განუცხადა, პაციენტი საავადმყოფოში 20 ნოემბერს, დილით მოათავსეს და საღამოს გარდაიცვალა.
„მამაკაცი საავადმყოფოში ცხელების სიმპტომებით შემოიყვანეს და მას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა - გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია და სიმსუქნე“, – აღნიშნა ქეთო ფარეულიძემ.
დღეისათვის პანკისის ხეობაში კორონავირუსით 30 ადამიანია ინფიცირებული, პირველი შემთხვევა კი 29 ოქტომბერს დაფიქსირდა. ახმეტის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის სულ 137 შემთხვევაა აღრიცხული.