• პანკისის ხეობაში ამომრჩეველთა აქტივობა 20.9%-ია

    შაბათი, 21 ნოემბერი 2020 17:38 view 1766
    პანკისის ხეობაში ამომრჩეველთა აქტივობა 20.9%-ია

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო. 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.69%-ს აღწევდა.

    პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებთან ხალხმრავლობა და რიგები არ შეინიშნება. 15:00 საათისთვის, პანკისის ხეობის 5 უბანზე, 4843 ამომრჩევლიდან 1012 ადამიანი მივიდა, მათ შორის ჯოყოლოს N23 უბანზე - 181, დუისის N5 უბანზე - 208, დუისის N26 უბანზე - 282, ომალოს N24 უბანზე - 191 და ქვემო ხალაწნის N8 უბანზე 150 ამომრჩეველი.

    თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები არიან რეგისტრირებულნი. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს, თელავის N1 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი  ბოტკოველი მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

    თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში საარჩევნო პროცესი 154 უბანზე მიმდინარეობს, რომლებიც საღამოს 20:00 საათისთვის დაიხურება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]