• პანკისის ხეობაში კოვიდ 19-ის სულ 72 შემთხვევა დასტურდება

    პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 18:19 view 1947
    პანკისის ხეობაში კოვიდ 19-ის სულ 72 შემთხვევა დასტურდება

    პანკისის ხეობაში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 72 შემთხვევა დადასტურდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

    „ომალოში, დუმასტურსა და ხალაწანში სულ 9 ინფიცირებული პირის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. 28 ნოემბრიდან, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ადამიანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

    ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც სოფლის მოსახლეობა სამედიცინო დაწესებულებებში მისვლას და ტესტის ჩატარებას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა რადიო „ვეისთან“ საუბრისას ომალო-დუმასტური-ხალაწანის ამბულატორიის ექიმმა ნანა ხაბაიძემ.

    ჯოყოლოს ამბულატორიის ექიმის ქეთო ფარეულიძის თქმით, ჯოყოლოში, ბირკიანსა და ხადორში ინფიცირებული 22 პირი მკურნალობას სახლის პირობებში გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    დუისში კორონავირუსით სულ 42 ადამიანის ინფიცირება დასტურდება. ზამთრის პერიოდში ადგილობრივ ამბულატორიას ვირუსის სხვადასხვა სიმპტომებით ხშირად მიმართავენ.

    „კოვიდ ინფექციას ძირითადად დაბალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, ფილტვების დაზიანება და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში უმეტესად თრომბოემბოლიური გართულებები ახასიათებს. კორონა ვირუსთან ბრძოლა გაცილებით რთულია, რადგან შესაძლოა ინფექციამ მომენტალურად გაართულოს ადამიანის მდგომარეობა ისე, რომ მისი გამოყვანა შეუძლებელი გახდეს. ასევე, სეზონური გრიპისგან განსხვავებით კოვიდ 19-ს გადადების მაღალი ხარისხი გააჩნია“, – აღნიშნა დუისის ამბოლატორიის ექიმმა მაყვალა ალდამოვამ.

    მაყვალა ალდამოვას თქმით, მე-4 დღეა დუისში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ანტიგენზე დამყარებული ტესტების ჩატარება მიმდინარეობს და უკვე 42 ადამიანი გაიტესტა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ანტიგენზე დამყარებული ტესიტრება შესაძლებელია ახმეტაში, შემდეგ მისამართებზე:

    • სს „ევექსის კლინიკები“, რუსთაველის ქ. N78ა
    • შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, სოფელი დუისი
    • სსიპ ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, რუსთველის ქ. N56

    მოქალაქეებს შეუძლიათ ტელეფონით დაუკავშირდნენ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერს დიანა აჭიშვილს ტელეფონის ნომერზე - 577 085 976

    უფასოა, როგორც ანტიგენზე დამყარებული ტესტის და ასევე PCR ტესტის ჩატარება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]