• უმუშევრობიდან ქველმოქმედებამდე - თამარ გოზალიშვილი საკობიანოდან

    სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 16:52 view 6968
    უმუშევრობიდან ქველმოქმედებამდე - თამარ გოზალიშვილი საკობიანოდან

    თამარ გოზალიშვილი რამდენიმე თვის წინ უმუშევარი დარჩა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო სოფელ საკობიანოდან სამსახურში, ახმეტაში ვერ იარა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, სოციალურ ქსელში იმდენი ადამიანის გაჭირვებაზე წაიკითხა, რომ ბოლოს მათი დახმარება გადაწყვიტა. „ფეისბუქში“ გვერდი გახსნა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის დახმარების შეგროვება დაიწყო.

    „თავიდან ერთ ემიგრანტს მივმართე, რომელიც გვერდში დამიდგა და პირველად 2 ოჯახს დავეხმარეთ. გაზაფხულზე, პანკისის ხეობაში უკვე 80 ოჯახს გადავეცით პროდუქტი და შემდეგ 3 სოფლის ბავშვებს ჩანთები და სასკოლო ნივთები“ - იხსენებს თამარი, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო, მეორედ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეაგროვა თანხა და სურსათ-სანოვაგით დახუნძლულმა ისევ მიაშურა ქორეთს, ბაყილოვანსა თუ კაკლიანს.

    „პირველ რიგში მოხუცებთან მივდივარ. კორონას გამო უტრანსპორტობამ მათი ყოფა უფრო დაამძიმა. ვისაც საშუალება აქვს, მისთვის, შესაძლოა, არაფერია, მაგრამ ამ მოხუცებისთვის ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა ბევრ რამეს ნიშნავს. შურა ბებომ მითხრა, ერთი წიწიბურა ახალ წლამდე მეყოფაო. წარმოგიდგენიათ, შურა ბებო როგორ მინიმალურს მიირთმევს, რომ ეს ულუფა ეყოს?!“ - კითხულობს თამარი, რომელსაც არ უკვირს, რომ შურა ბებოს კორონავირუსზე ბევრი არაფერი სმენია, რადგან ტელევიზორი კარგა ხანია არ აქვს. ახლა თამარი ცდილობს შურა ბებოსთვის თუნდაც მეორადი ტელევიზორი იშოვოს, რომ საახალწლოდ მოხუცი განსაკუთრებით გაახაროს.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]