• პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

    ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 23:20 view 10330
    პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) დააკავეს. პოლიცია მას 17 იანვრიდან ეძებდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დღეს პანკისის ხეობაში დააკავეს. 

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

    უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამ თემაზე:
    ახალი დეტალები პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]