• პანდემიის ზარალის აღმოფხვრისას აუცილებელია ბავშვთა უფლებების გათვალისწინება – იუნისეფი

    ორშაბათი, 01 მარტი 2021 10:53 view 2459
    პანდემიის ზარალის აღმოფხვრისას აუცილებელია ბავშვთა უფლებების გათვალისწინება – იუნისეფი

    გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) კორონავირუსის კრიზისს ბავშვის უფლებათა კრიზისი უწოდა. „იუნისეფი საქართველოს“ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით, პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა ბავშვები, რომლებიც აქამდეც რისკის ჯგუფებში იყვნენ – ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, შშმ ბავშვები, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ბავშვები, რომლებიც ძალადობის რისკის წინაშე ყვნენ. „იუნისეფი საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ მთავრობის მიერ პანდემიის მძიმე შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებში ბავშვები და ბავშვთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული.

    ქალბატონო მაია, გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაციები ბავშვების დაცვისა და სკოლების უსაფრთხო მუშაობის მიზნით. ძირითადად რას ეხება აღნიშნული რეკომენდაციები? რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა?

    – გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად გაიხსნა სკოლები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. ზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას, პრიორიტეტი აუცილებლად უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა, რადგან სკოლა არ არის პანდემიის ძირითადი წარმმართველი ფაქტორი და ეს ეყრდნობა მსოფლიოს 191 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევის მონაცემებს, სადაც არ გამოვლინდა რაიმე კავშირი სკოლის გახსნასა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებს შორის.

    თუმცა, რასაკვირველია, სკოლების გახსნა უნდა იყოს უსაფრთხო და გატარებული უნდა იქნას უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რომელიც აუცილებელია ბავშვების უსაფრთხო გარემოში სწავლებისათვის.

    დიახ, შემუშავდა ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და „იუნისეფის“ რეკომენდაციები. ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში ეს რეკომენდაციები გავუზიარეთ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და მის საფუძველზე საქართველოში შემუშავდა და დამტკიცდა სკოლების უსაფრთხო გახსნის რეგულაციები და პროტოკოლები. ეს ითვალისწინებს, ვთქვათ, იმას, რომ მოხდეს სხვადასხვა ცვლებში სწავლება, თავიდან ავირიდოთ ბავშვების დიდი რაოდენობის თავმოყრა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ვირუსის გავრცელების რისკები, სკოლებმა თვითონ უნდა დააწესონ კონკრეტული წესები იქიდან გამომდინარე, თუ როგორია სკოლის ინფრასტრუქტურა, რის საშუალებას იძლევა, რამდენად არის სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები მოწესრიგებული, ბავშვების რა რაოდენობაა სკოლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, თუ რას ნიშნავს სკოლაში არსებული ქცევის წესები და ის, რომ ჰიგიენა უნდა დაიცვან. აუცილებლად, სამუშაო იქნება ჩასატარებელი ბავშვებთანაც.

    მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სწავლა განაგრძონ საკლასო ოთახებში, თუმცა ეს უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში.

    – პირველი ტალღის შემდეგ მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებამაც იცოდა, რომ მეორე ტალღა გარდაუვალი იქნებოდა. ექსპერტები, ბავშვთა უფლებადამცველები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფომ არ გააკეთა არაფერი, რათა მეორე ტალღის შემთხვევაში, ის ბავშვებზე ნაკლებად ასახულიყო. დისტანციურ სწავლებას ვგულისხმობ. ამავე დროს ბავშვთა ფსიქოლოგები აქტიურად საუბრობენ ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენაზე და უშუალოდ დისტანციური სწავლების გავლენაზე. რამდენად გაითვალისწინა სახელმწიფომ ის რეკომენდაციები, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას ჰქონდა და რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი?

    – რასაკვრველია, პანდემიამ ძალიან მძიმე ზეგავლენა მოახდინა ბავშვების ცხოვრებაზე, განვთარებაზე. პანდემიამ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა და განსაკუთრებით ბავშვების. სკოლების დახურვის გავლენა ბავშვებზე არის ძალიან მძიმე, რადგან გაუარესდება ცოდნა, უნარები, კომპეტენციები, ბავშვს სჭირდება სოციალური ურთიერთობები სოციალური უნარების განვითარებისთვის. სტრესი არის და იყო ძალიან დიდი, ფსიქიკური დარღვევები, ასევე, დიდი ხნის განმავლობაში, სახლებში, ონლაინსწავლების დროს ბავშვები უმოძრაოდ იყვნენ და ეს უმოძრაობა მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ახდენდა გავლენას. შეფერხდა მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება ბავშვებისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში – ეს არს განათლება, სოციალური დაცვა, სხვა ტიპის მომსახურებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ბავშვები, რომლებიც ძალადობის რისკის ქვეშ არიან და ოჯახებში ისინი აღმოჩნდნენ კიდევ უფრო გაზრდილი რისკის წინაშე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, რომელთათვისაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა პანდემიის გავლენა.

    გაეროს ბავშვთა ფონდმა გააკეთა კიდეც განცხადება, რომ კორონავრუსის კრიზისი ეს არის ბავშვის უფლებათა კრიზისი. ამიტომ მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საპასუხო ღონისძიებებში, რომელსაც ისინი მიმართავენ პანდემის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, ბავშვები და ბავშვთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული, ინვესტიცია განხორციელდეს სწორედ ამ მიმართულებით - განათლებაში, სოციალური მომსახურებების გაუმჯობესებაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდაში.

    ძალიან ბევრი ბავშვია საქართველოში, რომელსაც ხელი არ მიუწვება ინტერნეტზე და ეს არის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ბავშვს ჰქონდეს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად პანდემიისა, რამდენადაც ეს უმინიშვნელოვანესია მათი განვითარებისთვის.

    განათელბაში ინვესტიცია მნიშვნელოვანი იქნება სიღარიბის შემცირებისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ასე რომ, გაეროს ბავშვთა ფონდს ჰქონდა კონკრეტული რეომენდაციები, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შესთავაზა მთავრობებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა სხვადასხვა მიმართულებით.

    ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მოხდა, სიღარიბის ზრდა იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ ეს ზრდა და განსაკუთრებით იმ ოჯახებს დავეხმაროთ, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან და რომლებიც აქამდეც ცხოვრობდნენ სიღარიბეში.

    მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი და ჩვენ განვაგრძობთ მთავრობასთან თანამშრომლობას.

    – პანდემიამ რა გამოკვეთა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და რა უნდა გაითვალსიწინოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ სოციალური გარემო ბავშვებისთვის იყოს სამართლიანი?

    – პანდემიის შედეგად უფრო მეტად დაზარალდნენ ბავშვები, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდეც რისკ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, რომელთაც შეუჩერდათ მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება. ეს იყვნენ ბავშვები, რომლებიც ღარიბ ოჯახებში ცხოვრობდნენ, ასევე, შშმ ბავშვები, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში იყვნენ, ბავშვები, რომლებიც ძალადობის რისკის წინაშე ყვნენ და იღებდნენ რაღაც მომსახურებებს, მაგრამ ეს მომსახურებები გაჩერდა ან ონლაინ-გადავიდა და ჩაიკეტნენ ოჯახებში, სადაც ისინი ძალადობის რისკის წინაშე იყვნენ. მთელი რიგი მიმართულებებით შეიქმნა პრობლემები. ამიტომ, იმ საპასუხო ღონისძიებებში, რომელიც გატარდება პანდემიის ზარალის აღმოსაფხვრელად, აუცილებელი იქნება ინვესტიცია და ბავშვებთა უფლებების გათვალისწინება.

    პანდემია შეიძლება განვიხილოთ როგორც შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, იმ სკოლებში, სადაც არ იყო ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა მოწესრიგებული, მოწესრიგდეს; ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტზე; განსაკუთრებით დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და საჭიროებენ დამატებით დახმარებას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]