• სამინისტრო – შემუშავებულია მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის გეგმა

    ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 12:23 view 3459
    სამინისტრო – შემუშავებულია მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის გეგმა

    საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროსთვის მეცხოველეობის, მათ შორის მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა.

    სამინისტროს ინფორმაციით, მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება ხორციელდება, მათ შორის: მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი;

    „აშენდა და გაიხსნა ბიოუსაფრთხოების პუნქტები მარნეულსა და რუსთავში, სადაც ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სულ ქვეყნის მასშტაბით 8 ასეთი პუნქტის აშენებაა დაგეგმილი; მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში. ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული“, - აცხადებენ სამინისტროში.

    მათივე ინფორმაციით, ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში.

    სამინისტროს შეფასებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მეცხვარეობის დარგში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები, რომელთა გადაჭრის მიმართულებით სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. მეცხვარეებთან გამართულ შეხვედრებზე, ჯგუფის წარმომადგენლები უშუალოდ მათგან ისმენენ პრობლემების შესახებ და ერთად იხილავენ სამომავლო მოქმედების გეგმებს. ასეთი ტიპის ერთ-ერთი შეხვდრა უკვე დაგეგმილია სულ რამდენიმე დღეში, 7 ოქტომბერს.

    „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მანკიერ პრაქტიკად იქცა წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი თემების პოლიტიზირება, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. გასულ წლებში ამის ნათელი მაგალითი იყო რთველის პროცესის პოლიტიზირების მცდელობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეცხოველეობის, და მათ შორის მეცხვარეობის, დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, შემუშავებულია დარგის განვითარების ხელშეწყობის გეგმა“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, დღეს, 13:00 საათზე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მეცხვარეები აქციას გამართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, როინ რაინაულის თქმით, თუშები ხელისუფლებისგან ცხვრის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]