• შს სამინისტრო არ აზუსტებს, დაკავებულია თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი

    სამშაბათი, 06 ივლისი 2021 23:26 view 2893
    შს სამინისტრო არ აზუსტებს, დაკავებულია თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი

    „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან პოლიციელებმა სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გაიყვანეს.

    პანკისის სათემო რადიო დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის დასაზუსტებლად, დაკავებულია მალხაზ მაჩალიკაშვილი თუ ის განარიდეს ტერიტორიას. შსს-ში გვითხრეს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. პანკისის რადიო კვლავ ეცდება დააზუსტოს ეს ინფორმაცია. 

    გუშინ, 5 ივლისს, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ, თვეების განმავლობაში პროტესტის ნიშნად განთავსებული კარვებიც დაშალეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც. დღეს, საღამოს პარლამენტის წინ აქცია გაიმართა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში ჰომოფობიური ჯგუფების მიერ გუშინ გამოვლენილ ძალადობას აპროტესტებენ. აგრესიული ჯგუფები გუშინ თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, 53 ჟურნალისტს ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, ცემეს, დაუმტვრიეს ტექნიკა. ბევრი მათგანი დაშავდა, რამდენიმეს კი ოპერაცია დასჭირდა. გუშინვე თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტს, რომლის მოკვლაც სცადეს, შეიჭრნენ და დაარბიეს ლგბტქ+ თემის ოფისები. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში არ დაუშვებდნენ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდას. დღეს პარლამენტთან ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქციაც მიმდინარეობს. ორ აქციას შორის პოლიცია დგას. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აგრესიულმა პირებმა ჰომოფობიური ჯგუფებიდან პოლიციის კორდონის გარღვევა არაერთხელ სცადეს, რა დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს.

    მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, შუაღამეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ხელყოფის საქმე სახელმწიფომ არ გამოიძია, რის გამოც ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]