• გარდაიცვალა მათე ციხესაშვილი, ჯოხარ დუდაევისა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი

    შაბათი, 07 აგვისტო 2021 21:05 view 9630
    გარდაიცვალა მათე ციხესაშვილი, ჯოხარ დუდაევისა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი

    61 წლის ასაკში ემიგრაციაში, კერძოდ, საფრანგეთში, გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ლაბორატორიის დამაარსებელი, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლი, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პარლამენტის დეპუტატი, მათე ციხესაშვილი.

    მათე ციხესაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1988 წელს კი ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 22-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1988-90 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მათე ციხესაშვილი 1991-97 წლებში იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის დეპუტატი, 1997-98 წლებში კი - ჩეჩნეთის წარმომადგენელი შვეიცარიის კონფედერაციაში. 1998 წელს დაინიშნა იჩქერიის საერთაშორისო-სამთავრობო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

    მათე ციხესაშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც 2011 წლიდან პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული. მან 2008 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სცადა, თუმცა უარი ეთქვა.

    ის აქტიურად იყო ჩართული პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ და „სამყურწყალი 2“ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტში. 2018 წელს მისი ჩართულობით დაფუძნდა პანკისის ხეობის სახალხო კრება“. 2019 წლის 23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათე ციხესაშვილს ქუთაისის აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე.

    პანკისის სათემო რადიო WAY მწუხარებას გამოთქვამს მათე ციხესაშვილის გარდაცვალების გამო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]