• რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

    ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022 22:17 view 1580
    რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

    2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმი“ Financial Times-ის და Statista-ს მიერ დასახელდა როგორც კლიმატის ლიდერი კომპანია პერსონალური და საყოფაცხოვრებო საქონლის სექტორში, იმ ევროპულ კომპანიებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სასათბურე გაზების ემისია 2015–2020 წლებში. გასულ წელთან შედარებით „ორიფლეიმი რეტინგში დაწინაურდა და ამჟამად #1 ადგილს იკავებს.

    „ჩვენთვის, როგორც შვედური ბრენდისთვის, გარემოსდაცვითი თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია გავხდეთ კომპანია, რომელიც სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ყველა ფენის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, პროდუქციისა და შესაფუთი მასალების შექმნისას, ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს და არ აზიანებენ გარემოს. ეკო-მეგობრულია ყველა ჩვენი ბიზნეს ოპერაცია რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიოს მასშტაბით, „ორიფლეიმმა“ დარგო 7 მილიონამდე ხე 2019 წლის შემდეგ ტყის აღდგენისა და დაცვის პროექტის ფარგლებში და გვაქვს მრავალი სხვა ინიციატივა რომელზეც ყოველდღიურად ზრუნავს კომპანია“ - განაცხადა სოფიო ბურძგლამ, „ორიფლეიმ“ საქართველოს მარკეტინგის და გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერმა.

    პასუხისმგებლიანი მიდგომა გარემოს დაცვის მიმართ აისახება ჩვენს CSR პროექტებზეც და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია 2022 წელს კომპანია „ორიფლეიმსა“ და პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტი საქართველოში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და უამრავ საინტერესო ინიციატივას მოიცავს. მათ შორის არის ეკო-სკოლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან.

    პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ჯერ კიდევ შარშან, გამოცხადდა საინტერესო კონკურსი „გაამწვანე შენი სკოლის ეზო“. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი სკოლების ეზო დაესუფთავებინათ და გაემწვანებინათ. პროცესში კი - მცენარეების დარგვისა და მოვლის ეტაპებს დაკვირვებოდნენ, გაცნობოდნენ, მათზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად ექციათ და ხელი შეეწყოთ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების შერბილებას.

    „ორიფლეიმ“ საქართველო კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციაა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სკოლების ნამუშევრების შეფასებაში და რა საკვირველია წავახალისეთ გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები სპეციალური პრიზებით.“

    22 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს გამოავლინდა 6 გამარჯვებული სკოლა და 9 ივნისიდან-16 ივნისამდე ამ სკოლებში ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონიალი, გადაეცათ საჩუქრები და მოეწყო შემეცნებითი კუთხეები.

    ნომინაციაში „გაამწვანე სკოლის ეზო“ გაიმარჯვეს:

    • სოფელ გურნის საჯარო სკოლამ
    • ახმეტის #2 საჯარო სკოლამ
    • სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ


    ნომინაციაში „დასუფთავებული სკოლის ტერიტორია“ გაიმარჯვეს:

    • სოფელ გუბის საჯარო სკოლამ
    • თბილისის #149 საჯარო სკოლამ
    • ამბროლაურის #1 საჯარო სკოლამ


    გამარჯვებულ სკოლებს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ სახელით სპეციალური სიგელები და ეკო-საჩუქრები გადაეცათ, კომპანია „ორიფლეიმმა“ კი მათ შემეცნებითი კუთხე მოუწყო და შესაბამისი ლიტერატურაც გადასცა საჩუქრად.

    [R] კომპანია „ორიფლეიმის“ ინფორმაცია 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]