• რუსეთმა ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა მოითხოვა - CNN

    შაბათი, 30 ივლისი 2022 15:40 view 5176
    ფიტოზე - ზელიმხან ხანგოშვილი ფიტოზე - ზელიმხან ხანგოშვილი

    რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

    CNN-ის ცნობით, ივლისის დასაწყისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფესბე“) არაფორმალური არხების მეშვებით რუსებს კომუნიკაცია ჰქოდათ აშშ-ის წარმომადგენლებთან, რა დროსაც აცნობეს, რომ კრასიკოვის გათავისუფლება სურთ. როგორც CNN-ს წყაროებმა უთხრეს, ამერიკულმა მხარემ ეს მოთხოვნა პრობლემურად მიიჩნია, მათ შორის იმ მიზეზების გამო, რომ კრასიკოვი პატიმრობაში იმყოფება გერმანიაში და კომუნიკაცია არაფორმალური არხებით შედგა.

    რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტანი გრაინერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კანაფის ზეთის შემცველი ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯების რუსეთში შეტანის მცდელობისთვის მას 10 წლამდე პარტიმრობა ემუქრება. აშშ გრაინერის და კიდევ ერთი პატიმრის, ჯაშუშობისთვის გასამართლებული პოლ უილანის გადაცემას ითხოვს. ამ უკანასკნელს 2020 წელს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, მათი გადაცემის სანაცვლოდ რუსეთი სანაცვლოდ აშშ-ში იარაღის კონტრაბანდისთვის გასამართლებული ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას ითხოვდა.

    გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, CNN-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მაინც ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა „ვაჭრობაში“ კრასიკოვის ჩართვა. CNN-ის წყარო იმასაც ეუბნება, რომ ეს საკითხი გერმანიის მთავრობაში უმაღლეს დონეზე არასდროს ყოფილა განხილული.

    „მესამე ქვეყანაში დაპატიმრებული რუსი მკვლელის გათავისუფლებისთვის ორი უკანონოდ დაკავებული ამერიკელის მძევლად აყვანა არ არის სერიოზული კონტრშეთავაზება.

    ეს არის გარიგების ჩაშლის არაკეთილსინდისიერი მცდელობა“, – უთხრა CNN-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ედრიენ უოტსონმა მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა.

    CNN-ის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ არასერიოზული შეთავაზებებით რუსეთი გრაინერის სასამართლო პროცესის დასრულებამდე დროის გაყვანას ცდილობს.

    2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

    ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

    ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს.

    რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა, ხოლო საკუთარი მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებად აფასებდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]