• დასაქმდი თეგეტას თელავის ფილიალში

    ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2022 15:47 view 1320
    დასაქმდი თეგეტას თელავის ფილიალში

    „თეგეტა მოტორსი“ ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ და პროფესიად აქციონ ავტომობილის შეკეთება, მოსწავლე მექანიკოსის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს. პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება „თეგეტა მოტორსში“ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სფეროში.

    ამჟამად, თეგეტა მოტორსის თელავის ფილიალში კომპანია ეძებს როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მექანიკოსებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად შეისწავლონ ავტოსფერო. კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსი, დავით ავაზაშვილი ბაზარზე კვალიფიციური მექანიკოსების საჭიროებაზე საუბრობს:

    „ჩვენს დიდ კომპანიას მუდმივად ესაჭიროება კადრების დამატება. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ჩვენს კულტურაზე ადაპტირებული კადრები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოსწავლე მექანიკოსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შევასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა მანქანის გასამართად. სწავლებას ვიწყებთ მისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ან ჩვენთვის იმ მომენტისათვის დეფიციტური პროფესიით და შემდგომ, სურვილის მიხედვით, ვაძლევთ კონკრეტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას“.

    პროგრამით დაინტერესებულ პირებს აქვთ შანსი, გახდნენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის გუნდის წევრები. დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ, დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე: 595 900 695

    „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 

    [R] „თეგეტა მოტორსის“ ინფორმაცია

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]