საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა ქვეყნის სამ რეგიონში, მათ შორის, კახეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის საკითხს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან და პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო გარემოსა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლა წარმოადგენდა. ვრცლად კვლევის შედეგებზე, ძირითად მიმართულებებსა და მიგნებებზე სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მკვლევარი, სოციოლოგი ოსიკო კონცელიძე საუბრობს.
პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.