• თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 18:23 view 4988
    თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    თოვლის გამო თუშეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
    აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, სოფელ ომალოში კი 15 სანტიმეტრს აღემატება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური –კობის მონაკვეთზე. გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა 19 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. მაღალმთიან რაიონებში თოვლი იქნება, ბარში კი წვიმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]