• ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პანკისის რადიოს მუშაობას გაეცნო

    ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 16:00 view 4052
    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პანკისის რადიოს მუშაობას გაეცნო

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლა ბერჯისი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი რობ გორდონი, კარგი მმართველობის ფონდის პროექტების ოფიცერი თამარ ტრაპაიძე, IREX–საქართველოს დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და მისი მოადგილე დაჩი გრძელიშვილი პანკისის ხეობაში სათემო რადიო WAY-ს მუშაობას გაეცნენ.

    სტუმრები სათემო რადიოს თანამშრომლებსაც შეხვდნენ და პანკისის ხეობაში, სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოისმინეს. სათემო რადიოს დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა ბრიტანელ სტუმრებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ხეობაში არაფორმალურ განათლებასთან და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის მიზნით სათემო რადიოს როლზე, ასევე ეკონომიკურ და რელიგიურ გარემოზე.

    ამ დროისთვის პანკისის სათემო რადიო WAY ამზადებს საინფორმაციო გადაცემას, რომელიც ეთერში დღეში სამჯერ, 12, 15 და 18 საათზე გადის; ასევე, გადაცემას „ჩვენი უფლებები“, რომლის მიზანიც პანკისის ხეობაში მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაა. „ჩვენი უფლებები“ საქართველოში აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით მზადდება; მესამე გადაცემაა „მთავარი თემა“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადის ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათზე და პანკისისთვის, ასევე მთლიანად კახეთის რეგიონისთვის აქტუალური საკითხების განხილვას და ამ საკითხებზე დისკუსიას მოიცავს; „მე და სახელმწიფო“ – მეოთხე გადაცემა, რომლის მომზადებაც სათემო რადიომ სწორედ ბრიტანეთის საელჩოს და კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. გადაცემის მიზანია, გასაგები და საინტერესო ფორმით მიაწოდოს მსმენელებს სასარგებლო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ამ პროცესთან დაკავშირებით პრიორიტეტულ და პრობლემურ საკითხებზე. „მე და სახელმწიფო“ ეთერში, ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე გადის.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ის შემდეგ შეხვედრა კახეთის საინფორმაციო ცენტრშიც გაიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი IREX–ის და კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით მულტიმედია სტუდიის ბაზაზე ახალი გადაცემის მომზადებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს ინფორმაციას მიაწვდის ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის, გარემოს დაცვის, საგზაო უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე, საერთაშორისო გამოცდილების და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]