• „მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს მაღალმთიანი რეგიონებიდან

    ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 18:15 view 6065
    „მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს მაღალმთიანი რეგიონებიდან

    Mtisambebi.ge სათანამშრომლოდ იწვევს სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქე – რეპორტიორებს, ბლოგერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, ხევიდან, თრიალეთიდან, სამცხე –ჯავახეთიდან, მთიანი აჭარიდან, რაჭა – ლეჩხუმიდან და სვანეთიდან.

    Mtisambebi.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის ახალი პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მთის ამბებზე ფოკუსირებული მედია–რესურსის განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

    პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკული ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათანამშრომლოდ შერჩეულ პირთა ტრენინგი 8 დღის განმავლობაში ფოტო – ვიდეო გადაღების, მონტაჟის და ამბის თხრობის ტექნიკის მიმართულებით. მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვების და სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს. პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ შერჩეული პირები მათ მიერ მომზადებულ მასალებში მიიღებენ ანაზღაურებას.

    Mtisambebi.ge–თან თანამშრომლობის მსურველებმა CV უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურში მიუთითეთ, რომ განაცხადი შემოგაქვთ მთის ამბების პროექტის ფარგლებში.

    მაღალმთიანი რეგიონებიდან მულტიმედია რეპორტაჟების მომზადების გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო აქტივისტებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად ცალკეული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ადვოკატირების კამპანიის წარმოება; პრესტურების ორგანიზება; მთიანი რეგიონების მიმართ ნაციონალური მასშტაბით დაინტერესების გაზრდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]