• ძიუდოს ფედერაცია პანკისში პილოტური პროექტის განხორციელებას იწყებს

    ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 10:55 view 5394
    ძიუდოს ფედერაცია პანკისში პილოტური პროექტის განხორციელებას იწყებს

    საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პანკისის ხეობაში ახალი, პილოტური პროექტის განხორციელებას იწყებს. 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ფიზკურ მომზადებას დავით მარგოშვილის სახელობის კლუბში გაივლიან. ფედერაციის ინფორმაციით, თამაშის ელემენტებით დატვირთული სპორტული აქტივობები ბავშვების ფიზიკურ მომზადებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული.

    ბავშვებს ჰოლანდიიდან მოწვეული კვალიფიციური ტრენერი მოამზადებს. 50 წუთიანი ვარჯიშები კვირაში ერთხელ ჩატარდება.

    „პროექტს ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი, რომ ძიუდოს ვაზიარებთ ბავშვებს, რაც მათი ჯანმრთელობისა და ცნობიერებისთვის ძალიან კარგია და მეორე მხრივ, გვინდა რომ ძიუდოში მოღვაწე სპორტსმენების კონტიგენტი გავზარდოთ. გვინდა ეს პროექტი ყველა სკოლაში შევიტანოთ. ეს იქნება პილოტური სახით.

    სახელმძღვანელო უკვე შექმნილი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ წინსვლას მოუტანს ძიუდოს და ჩვენს მომავალს“, - განუცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY- ს. 

    ძიუდოს ფედერაცია პანკისის შემდეგ იგივე პროექტის განხორციელებას თელავსა და თბილისშიც გეგმავს.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]