მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე მასწავლებლებს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობაზე ესაუბრა და ამ კუთხით სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა კი აქცენტი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების აუცილებლობაზე გააკეთა.
შეხვედრას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაურ გუმაშვილის ორგანიზებით შედგა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩრდილო კავკასიიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.