• სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა

    სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 18:06 view 7239
    სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. ხანგოშვილი სირიაში 2013 წლის 13 სექტემბერს წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

    „მუხმადი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და მისი ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის დაცვაში მსახურობდა. ხეობაში მისი დაღუპვის შესახებ დღეს გავიგეთ. ოჯახი სამძიმარს უკვე იღებს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს გარდაცვლილის ნათესავმა.

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 22 პანკისელი დაიღუპა.

    • 24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
    • 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
    • 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
    • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
    • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
    • 39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
    • 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
    • 39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
    • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
    • 22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
    • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
    • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
    • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
    • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
    • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
    • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
    • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
    • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
    • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
    • 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
    • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

    პანკისის ხეობიდან სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]