საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხდება.
დიდთოვლობის გამო, ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზის კმ60–კმ106 (გუდანი–შატილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1–კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.