• თუშეთთან და ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები მაისამდე ჩაიკეტა

    შაბათი, 19 ნოემბერი 2016 12:43 view 4017
    თუშეთთან და ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები მაისამდე ჩაიკეტა

    თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით 6 თვით ჩაიკეტა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. თუშეთში გამოსაზამთრებლად 25 ადამიანი დარჩა.

    „კომპანიამ, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდას უზრუნველყოფს, სამუშაოები თითქმის ერთი თვის წინ დაასრულა. ჩემი ინფორმაციით, თუშეთში, აეროდრომის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გზის გაწმენდას სხვა კომპანია გეგმავს, მაგრამ ამინდი რამდენად შეუწყობთ ხელს არვიცი“, – აღნიშნა ბექა ბაიდაურმა.

    ზამთარში თუშეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

    ახმეტის გამგებლის ინფორმაციით, გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერტმფრენით ფრენისთვის 70 ათასი ლარი გამოიყო და 6 რეისი შესრულდა. „ახლა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ვართ და სავარაუდოდ წელსაც 5-6 რეისს შევასრულებთ“,- განაცხადა ბექა ბაიდაურმა.

    დიდთოვლობის გამო, 5-6 თვით ჩაიკეტა პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზაც. შატილში გამგებლის წარმომადგენლის ამირან გოგოჭურის ინფორმაციით, ხევსურეთის მაცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში ჩასვლა მხოლოდ მესაზღვრეების ვერტმფრენით შეუძლიათ, რომელიც თვეში ერთხელ დაფრინავს. მისივე თქმით, ხევსურეთში 20 ოჯახი დარჩა.

    „უღელტეხილზე თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, რის გამოც ხევსურეთში ასვლა შეუძლებელია. მესაზღვრეების ვერტმფრენი ყოველთვიურად დაფრინავს და მოსახლეობა ამით სარგებლობს. ასევე, ზამთრის არდადაგები რომ დაიწყება, მაშინ იქნება ფრენა და იანვარში უკან ამოვიყვანთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. წელს შატილში 10, დანარჩენ სოფლებშიც 10 მოსახლე დარჩა“, - აღნიშნა ამირან გოგოჭურმა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]