• სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

    ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:11 view 6265
    სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

    სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომელიც სირიაში წასვლამდე სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

    რამზან ფარეულიძე სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე ის თელავში სწავლობდა, იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა მან მესამე კურსიდან შეწყვიტა.

    სირიაში წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები რამზანის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ. დედამისი იქ ჩავიდა კიდეც, მაგრამ შვილი საქართველოში დაბრუნებაზე ვერ დაითანხმა. 2015 წელს რამზანს პანკისიდან საცოლე ჩაუყვანეს, 20 წლის გოგონა, რომელიც სოფელ ძიბახევში ცხოვრობდა.

    რაცშეეხება მუხმად თურქოშვილს, ის პანკისიდან სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის თურქეთში ცხოვრობდა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. მუხმად თურქოშვილს პანკისში ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა;

    24 წლის რამზან ფარეულიძე;

    22 წლის მუხმად თურქოშვილი;

    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

    24 წლის დავით სვიაკაური;

    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

    22 წლის გურამ გუმაშვილი;

    18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

    24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

    აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

    23 წლის რუსტამ გელაევი;

    არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]