• დუისში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

    კვირა, 18 დეკემბერი 2016 22:18 view 4359
    დუისში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

    შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილებაში ორმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 2 ხელყუმბარა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, კალაშნიკოვის კონსტრუქციის წყალქვეშა საიერიშო შაშხანის 19 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 39 ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 220 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

    „აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“, – განაცხადეს სამინისტროში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]