• ახმეტის გამგეობაში 4 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

    ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 14:15 view 5618
    ახმეტის გამგეობაში 4 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.

    ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

    ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი - 810 ლარი;

    ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში – 350 ლარი;

    ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – 45 0 ლარი.

    სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (რეზერვის საკითხებში) – 500 ლარი.

    კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

    საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით არის განსაზღვრული. სატესტო საკითხები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]