• პანკისში გზების რეაბილიტაციაზე ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება

    ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 17:30 view 8551
    პანკისში გზების რეაბილიტაციაზე ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება

    პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. როგორც პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში ექვსასი ათასი ლარია გათვალისწინებული.

    ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი იანვარში გამოცხადდება სამუშაოები კი 10 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

    ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.

    ჯოყოლოს და ბირკიანის სკოლებთან მისასვლელი გზები არასდროს ყოფილა მოასფალტებული. გზები დაზიანებულია, არც სანიაღვრე არხებია მოწყობილი და წვიმიან ამინდებში ატალახებულია, რის გამოც ბავშვებსა და მასწავლებლებს გავლაც კი უჭირთ. ჯოყოლოს საჯარო სკოლაში 158 მოსწავლეა, ბირკიანის სკოლაში კი 145 ბავშვი სწავლობს.

    2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ჯოყოლოში სპორტული დარბაზის მშენებლობასაც გეგმავს, რაზედაც ბიუჯეტში 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]