• ფიზიკური დაპირისპირება ორ გვარს შორის პანკისში

    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 14:55 view 4507
    ფიზიკური დაპირისპირება ორ გვარს შორის პანკისში

    დაპირისპირება მოხდა პანკისის ხეობაში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარების წარმომადგენლებს შორის. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გარჩევის დროს ტოხოსაშვილების მხარეს იყო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჭრილობები თავის არეში აქვს და ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

    ორ გვარს შორის კონფლიქტი 30 დეკემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ომალოში მცხოვრებმა 22 წლის ს. წინწალაშვილმა მეზობელ სოფელ ხალაწანში მცხოვრები გოგონას ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გოგონას ოჯახის წევრები ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ იმის მიუხედავად, რომ როგორც გაირკვა, გოგონა გათხოვებაზე თანახმა იყო და უკან, სახლში დააბრუნეს. ფიზიკური დაპირისპირება ზუსტად ამ დროს მოხდა.

    მეორე დღეს მამაკაცის გვარის წარმომადგენლებმა გოგონას მხარე საქმის გასარჩევად მოიხმეს. გარჩევები ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც მსუბუქად რამდენიმე ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს ხელზე აქვს მოტეხილობები, მეორემ კი დაზიანებები თავის არეში მიიღო.

    მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს დირექტორის ზაზა კოპლატაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების დროს ავტომობილი დაზიანდა.

    "გამოკითხულია 7 ადამიანი და დაკითხვები გრძელდება", - განაცხადეს შს სამინისტროში.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]