• weather cur airplane

    პანკისში დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 20:30
    პანკისში დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ფონდის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, შენობას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

    როგორც შემთხვევის ადგილიდან პანკისის სათემო რადიო WAY-ს კორესპონდენტი იტყობინება, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, ბენზინი კულტურის სახლის შენობის მეორე სართულზე, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის კორიდორშია დაღვრილი. დამწვარია შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი.

    ცეცხლი კულტურის სახლის დარაჯმა შენიშნა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და მეხანძრეები მუშაობენ.

    იზა ბექაური კულტურის სახლში ცეცხლის გაჩენას მისი ორგანიზაციის აქტივობებს უკავშირებს.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში სიმღერისა და ცეკვის წრეებიც ფუნქციონირებს, ამასთან ხშირად ტარდება კულტურული ღონისძიებებიც, რაზედაც პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი პრეტენზიებს საჯაროდ გამოთქვამს. მათი თქმით, ისლამი ცეკვასა და სიმღერას კრძალავს.

    ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ფაქტზე ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მოკვლევა მიმდინარეობს.

    ამ თემაზე: იზა ბექაური - ხანძრის გაჩენამდე იყო მუქარები, რომ თქვენი არასამთავრობო გაეთრიოს პანკისიდან

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96.49% მიიღო

    ხალაწნის თემიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი…

    პანკისის ხეობაში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

    დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალეური არჩევნები იმართება. კენჭისყრა პანკისის ხეობაში…

    იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი გარდაიცვალა

    ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი 70…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]