• დისკუსია - პანკისის ხეობაში დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები

    ორშაბათი, 09 იანვარი 2017 12:24 view 3708
    დისკუსია - პანკისის ხეობაში დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები

    ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და მუქარებთან დაკავშირებით, 10 იანვარს, პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გაიმართება დისკუსია თემაზე – პანკისის ხეობაში დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები.

    დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიება მედიისთვის დახურული იქნება. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. მის: ახმეტა, პანკისი, სოფ. დუისი. საკონტაქტო პირები: ეთერ ფანგანი, გელა მთივლიშვილი. ტელ: 599 13 42 13

    როგორც ცნობილია, 3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ორგანიზაციის დირექტორმა იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარები.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხეობაში საგანმანათლებლო, კულტურულ და უფლებადაცვით პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, დუისის კულტურის სახლში ფონდის ძალისხმევით ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ასევე სასწავლო ცენტრი.

    ორგანიზაციის და მისი დირექტორის წინააღმდეგ, პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იზა ბექაურმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. პანკისის სათემო რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იზა ბექაურის თქმით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ მის ორგანიზაციას პანკისში მუშაობა შეეწყვიტა. აგრესიული ახალგაზრდები მას ქუჩაშიც დახვდნენ და განმარტებების გაკეთებას აიძულებდნენ.

    მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პანკისის სათემო რადიომაც.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი აპირებს გადახედოს თავის საქმიანობას და შესაძლოა, პანკისის ხეობაში აქტივობები შეამციროს ან საერთოდ შეწყვიტოს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]