• პანკისში განახლდა მიღება უფასო სასწავლო პროგრამებზე

    ხუთშაბათი, 26 იანვარი 2017 14:09 view 5079
    პანკისში განახლდა მიღება უფასო სასწავლო პროგრამებზე

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისის ბაზაზე მუშაობა განაახლა სასწავლო ცენტრმა. ცხადდება მიღება შემდეგ სასწავლო პროგრამებზე მეორე ნაკადის ფარგლებში:

    • ავტომობილის მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი;
    • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კურსი – Windows; Word; Excel; Internet, Power Point;
    • ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით;
    • ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა – ORIS ბუღალტერია;

    სწავლა უფასოა! ბუღალტერთა მომზადების კურსის მონაწილეები უფასოდ მიიღებენ ლიტერატურასაც; უფასოა ავტომობილის მართვის პრაქტიკული კურსის ფარგლებში მეცადინეობებიც.

    კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და რეკომენდაციას.

    მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია 25 მარტის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

    რეგისტრაციისთვის 09–დან 18:00 საათამდე დარეკეთ: 596 16 10 00 ან 16100 და ოპერატორი შეავსებს ანკეტას.

    მონაწილეები ანკეტაში მოცემული ინფორმაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან. უპირატესობა მიენიჭებათ 16–დან 40 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენის ან გაღრმავებისა და დასაქმების სურვილი; ქალებს; ინდივიდუალურ და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ეწევიან ბიზნესსაქმიანობას.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]