• თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია - Al Arabiya

    ორშაბათი, 14 მარტი 2016 16:00 view 7430
    თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია - Al Arabiya

    ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი რამდენიმე დღეა, რაც მძიმე ჭრილობის გამო კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია.

    ტელეკომპანია Al Arabiya სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თარხან ბათირაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული ქალაქ რაქაში, რომელიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული. Al Arabiya–ს ინფორმაციით, ბათირაშვილს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

    8 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია 4 მარტს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შესახებ. პენტაგონის განცხადებით, იერიშების სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 13 ლიდერი იყო. მათგან თორმეტის ლიკვიდაცია მოხდა, ბათირაშვილმა კი იერიშებს თავი დააღწია.

    Al Arabiya–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში მცხოვრები თარხან ბათირაშვილის ახლობლები არ ადასტურებენ.

    თარხან ბათირაშვილი ამჟამად 30 წლის არის და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი გავლენიანი სამხედრო მეთაურია. ბათირაშვილი მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტს შორისაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.

    2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს, ბათირაშვილი ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადასცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს თარხან ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2013 წლის იანვარში, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. სასჯელის მოხდამდე მას რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა.

    თარხან ბათირაშვილს უკავშირებენ საქართველოდან, კერძოდ კი პანკისის ხეობიდან სირიაში ათობით ახალგაზრდის წასვლას. არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]