• 23 თებერვალი საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეა

    ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 18:34 view 9329
    23 თებერვალი საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეა

    23 თებერვალი ვაინახური წარმოშობის ხალხის დეპორტაციის დღეა. 73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობა შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადაასახლეს. დეპორტირებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.

    იმავე წელს საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მრავალი გეოგრაფიული ადგილის ინგუშურ-ჩეჩნური დასახელებები რუსულით შეიცვალა. დაინგრა მეჩეთები და სამარხები. თითქმის რულად დაწვეს მრავალრიცხოვანი ჩეჩნური ისტორიული დოკუმენტები.

    სტალინი საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ამართლებდა, რომ თითქოს, ეს ორი კავკასიური ერი გერმანიის არმიასთან თანამშრომლობდა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშოვმა გადასახლებულ ჩეჩნებსა და ინგუშებს კავკასიაში დაბრუნებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენის ნება დართო.

    საერთო ჯამში, 1944-1948 წლებში საბჭოთა რეპრესიებს ჩეჩნეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი ემსხვერპლა. ეს მოვლენები 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდად გამოაცხადა.

    ვაინახები ისტორიული ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ჩეჩნებს, ინგუშებსა და ქისტებს აერთიანებს. ვაინახები ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ და მსგავსი ენით, რელიგიითა და კულტურით გამოირჩევიან.

    ქისტები პანკისის ხეობაში უკვე ორას წელზე მეტია ცხოვრობენ. 1999 წელს რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში ათი ათასამდე ჩეჩენი ჩამოვიდა. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ლტოლვილთა სტატუსი ცხრა ათასამდე პიროვნებას მიენიჭა. მათმა ნაწილმა მოგვიანებით ხეობა დატოვა, ნაწილმა კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობის სოფლებში 6120 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]