• კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა

    კვირა, 26 თებერვალი 2017 15:08 view 6061
    კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

    „რუსთავი 2“ იუწყება, რომ დაკავებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, სასამართლო ჩატარდა და დადგინდა, რომ მაისურაძის მიმართ არსებობდა პოლიტიკური დევნის ნიშნები და არშემდგარი დანაშაული. ზურაბ მაისურაძეს ვილნიუსში პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული, რომლის დაბრუნების შემდეგაც საქართველოში ჩამოვიდა.

    საქართველოში დაბრუნებულმა ზურაბ მაისურაძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, საქართველოს საზღვრის დატოვების დროს მისთვის არ უთქვამთ, რომ  რუსეთის ინტერპოლით იყო ძებნილი.

    ზურაბ მაისურაძის სახელი უკავშირდება ლაფანყურის სპეცოპერაციას, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ქისტების. დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი.

    სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

    ლაფანყურის საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]