• ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს

    კვირა, 26 თებერვალი 2017 16:46 view 5780
    ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს

    ბათუმში შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა გაჩნდეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატივა საკრებულოს წევრ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნის.

    საუბარია 2,5 კილომეტრი სიგრძის უსახელო ქუჩაზე, რომელიც ბათუმის აეროპორტიდან სანაპირომდე გრძელდება. დიმიტრი დარჩიას განცხადებით, პირველ ეტაპზე, გზის აღნიშნული მონაკვეთი ქუჩად უნდა დარეგისტრირდეს.

    აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი ანწუხელიძის სახელი ქალაქ გორში მდებარე ქუჩას ეწოდა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

    გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. ის რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ. ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

    სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

    გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა სერჟანტთა მომზადების სკოლას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]