მრავალფეროვნების სკოლა 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და საკუთარი საპროექტო იდეების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სამოქალაქო აქტივიზმი და საქართველოს რეგიონების განვითარება აინტერესებთ.
მრავალფეროვნების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 მარტი.
პროგრამის აქტოვებები სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება. თოთოეული მონაწილე დაესწრება სამ სხვადასხვა სემინარს მაისში, ივლისსა და ნოემბერში. ამასთან, განახორციელებს საკუთარ ინიციატივას საქართველოს რომელიმე რეგიონში აგვისტო-სექტემბერში.
პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს.
მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზაცია „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“ ახორციელებს.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია.