• პანკისში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს

    ორშაბათი, 20 მარტი 2017 15:00 view 7339
    პანკისში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს

    პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.

    „4-5 დღის წინ მოზვერი, გუშინ კი ცხენი მომიკლეს. ამ გაჭირვებაში ცხენი და ძროხა ოჯახისთვის რას ნიშნავს, ვიცით. ხან დაგლეჯილი მოდის, ხან კლავენ. ყოველდღე ასე ვართ. გამოგვიყონ სანადირო თოფები, ტყვია-წამალი და მოგვცენ მგლის მოკვლის უფლება. ხალხი შევიკრიბებოდით და მოვაგვარებდით ამ საქმეს“, - ამბობს სოფელ დუმასტურში მცხოვრები სეიდ ციხესაშვილი.

    დაზარალებულია დუმასტურელი გივი უმარაშვილიც, რომელსაც მგელმა ძროხა და ცხენი დაუხოცა.

    „სულ მცირე 2 400 ლარის ზარალი მომადგა. საქონელს ნახირში დავსდევთ, მაგრამ თვალს მოაშორებ თუ არა, მგელი შემოვარდება ხოლმე. ნადირი მომრავლებულია, რაც მათი დახოცვა აკრძალეს“, - აღნიშნა გივი უმარაშვილმა.

    „ძალიან ბევრია სოფელში დახოცილი საქონელი. რამდენიმე დღის წინ მტაცებელმა ერთი წლის დეკეული მომიკლა. საქონელს ყოველდღე უკან დავყვებით, რომ მგელმა არ დახოცოს. ძირითადად მაგით ვცხოვრობთ. ორი პენსიონერი ვართ, მარტო ეგ არის ჩვენი შემოსავალი“, - ამბობს სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები რუსუდან ცისკარიშვილი.

    მიმდინარე წლის იანვარში მგელმა 21 სული ცხვარი სოფელ ხალაწანშიც დახოცა.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათივე განმარტებით, 2017 წელს გამგეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან მგლების ლიკვიდაციის ნებართვა არ მიუღია.

    საქართველოს კანონმდებლობით, წინასწარი ნებართვის გარეშე მტაცებლის მოკვლა ნებადართულია მაშინ, როდესაც ის ადამიანის სიცოცხელს, ჯანმრთელობას ანდა ქონებას უქმნის საფრთხეს და ამ საფრთხის აცილება შეუძლებელია.

    მგელზე უკანონო ნადირობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი 300 ლარს შეადგენს.

    მგლის მოკვლის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე - 153 ან შემთხვევის შესახებ აცნობონ ადგილობრივ ხელისუფლებას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]