• ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა

    სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:42 view 7234
    ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ხიდის პროექტი თუშეთის გზის გახსნის შემდეგ შემუშავდება, მშენებლობა კი 2017 წელსვე, სეზონის დასრულებამდე დამთავრდება.

    სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა ალექსი არინდაულმა და ბესიკ ყიზილაშვილმა 330 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი პეტიცია ახმეტის საკრებულოში 2017 წლის 12 იანვარს წარადგინეს. პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით მომზადდა.

    თუშეთში, სოფელ ალისგორიდან წაროსკენ მიმავალი გზა გადის ე.წ. „გომეწრის ალაზანზე“, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ადიდებულია და ტრანსპორტით გავლა შეუძლებელია. უგზოობის პრობლემა ქმნის გადაულახავ დაბრკოლებებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ვიზიტორებისთვის. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში 7 სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს კი ხელს უშლის როგორც მაღალმთიანი თუშეთის სოფლების აღორძინებას, ისე ტურიზმის განვითარებას.

    პეტიციაზე ხელმომწერი პირები მიუთითებდნენ, რომ მდინარის აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური ხიდის მოწყობა თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან, აუცილებელია, რომ ხიდმა სულ მცირე 6-7 ტონას გაუძლოს.

    აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი თქვა ახმეტის მცხოვრებლების მიერ წარდგენილი ოთხი პეტიციის დაკმაყოფილებაზე. პეტიციებით მოთხოვნილი იყო პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ომალოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსება და ნარჩენების გატანის სერვისის დანერგვა, სოფელ ქორეთში შიდა გზების შეკეთება, თუშეთში საავტომობილო გზის მიმდებარედ საერთო სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობა და ნარჩების შეგროვების მომსახურების დანერგვა. თითოეულ პეტიციას 300-ზე მეტი ამომრჩეველი აწერდა ხელს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]