• USAID-ის წარმომადგენლები პანკისის მცხოვრებლებს საგრანტო კონკურსს გააცნობენ

    ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 15:10 view 3843
    USAID-ის წარმომადგენლები პანკისის მცხოვრებლებს საგრანტო კონკურსს გააცნობენ

    23 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდება და მიაწვდის ინფორმაციას მცირე გრანტების პროგრამის შესახებ, რომელიც USAID-ის Zrda პროექტის ინიციატივას წარმოადგენს. შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, 12:00 საათზე დაიწყება.

    USAID-ის ინფორმაციით, მცირე გრანტების პროგრამა პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს დაეხმარება. ამასთან, ათი მცირე ბიზნესის დახმარება 2017 წელსვე იგეგმება.

    პანკისში ვიზიტის დროს, სტუმრები ეწვევიან ფერმერებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსა და ადგილობრივებს, რომლებსაც პროექტი Zrda დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელების გზით.

    USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. პროექტი ახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]