• თუშეთში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება - მგზავრობა უფასოა

    პარასკევი, 31 მარტი 2017 10:30 view 6764
    თუშეთში ავიარეისები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება - მგზავრობა უფასოა

    თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, ავიარეისები ომალოს მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მგზავრებს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს. ფრენა დილის 9 საათზეა. მგზავრობა უფასოა.

    თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში ჩასაწერად წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ქვემო ალვანში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელს ლადო კახოიძეს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 591 01 01 92

    ლადო კახოიძის თქმით, ვერტმფრენით თუშეთში მგზავრობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც თუშეთში ცხოვრობს, ფერმერულ საქმიანობას ეწევა ან დროებით სამუშაოებზეა დასაქმებული.

    „იმ შემთხვევაში თუ უამინდობის გამო ფრენა გადაიდო, როგორც კი გამოამინდდება, რეისი აუცილებლად შესრულდება. ვერტმფრენი ომალოში დაახლოებით 30-40 წუთი გაჩერდება და სურვილის შემთხვევაში მგზავრებს იქიდანაც წამოიყვანს“, - ამბობს კახოიძე.

    პირველ რეისზე, ალვანიდან თუშეთში ვერტმფრენმა 17 მგზავრი გადაიყვანა, ძირითადად ადგილობრივები, რომლებიც თუშეთში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევენ ან საოჯახო სასტუმროები აქვთ და ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.

    თუშეთის გზის გახსნამდე ომალოს მიმართულებით ავიარეისები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა. პრემიერის ინიციატივას წინ უძღოდა მისი ვიზიტი თუშეთში, სადაც ადგილობრივებმა მას უგზოობით გამოწვეულ პრობლემებზე მიმართეს.

    „მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ,“ - განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.

    თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. მათი დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი მხოლოდ ნახევარი რჩება.

    თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]