• ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა

    ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:05 view 2841
    ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

    განაცხადი თამაზ წითელაურისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ საკრებულოს წევრებმა ნინო ბურჯანაძის პარტიიდან - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დღეს დილით წარადგინეს. იმპიჩმენტის ინიციატორები ძირითად მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არაკვალიფიციურობას ასახელებენ.

    საკრებულოს სხდომას 30-ვე წევრი ესწრებოდა, აქედან იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ 10-მა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა, ხოლო დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის სულ მცირე 16 ხმაა საჭირო.

    2016 წლის განმავლობაში ახმეტის საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]