• მინისტრები ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდებიან

    სამშაბათი, 04 აპრილი 2017 20:48 view 4617
    მინისტრები ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდებიან

    5 აპრილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან.

    შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და დუისის კულტურის სახლში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

    შეხვედრის თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, გამოწვევები და შესაძლებლობებია. მინისტრები ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხებენ.

    შეხვედრა საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება, რომელიც 2 აპრილს დაიწყო და 11 აპრილამდე გაგრძელდება.

    დუისის კულტურის სახლში შეხვედრის დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ პანკისის სათემო რადიო WAY–ს გადაცემაში „მთავარი თემა“.

    28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მოქალაქეებს ვიზის გარეშე გამგზავრება შეუძლიათ ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]