აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები არ გადაიხდიან ფოტოსურათის გადაღების საფასურის. პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად მათ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირებაა.
„რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს 2 485 876 მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს ფლობს.