• პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს

    შაბათი, 22 აპრილი 2017 00:22 view 26003
    პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.

    „სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებლობა აღდგომამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. კედლები თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო ამოყვანილი. მაგრამ როდესაც აღდგომა დღეს ადგილზე მივიდა ქალბატონი, რომელიც ეკლესიას აშენებს, კედლები მიწასთან გასწორებული დახვდა. მშენებარე ეკლესიის დანგრევის შესახებ ჩვენ პოლიციიდან გვაცნობეს.

    ვის აძლევს ხელს პანკისის ხეობაში, ქრისტიანული ტაძრის ხელყოფა? რა საფრთხეს გეგმავენ ამ ვანდალური დარბევის ავტორები და მათი წამქეზებლები, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.

    პანკისის ხეობის სოფელი ჯოყოლო, რომელიც დღეს ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, ცნობილია სხვადასხვა ეპოქების ქრისტიანული ტაძრებითა და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებით“, - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა.

    პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ბალთაგორის კოშკის ქვემოთ, შუა საუკუნეების ნამოსახლარზე, ეკლესიის ნანგრევებზე მცირე ზომის ეკლესიას სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ელიზბარ ცისკარიშვილის ოჯახი აშენებდა. ეკლესიის მშენებლობაში ელიზბარ ცისკარიშვილის მეუღლეს, სიძე, ქალიშვილის ქმარი, ბიზნესმენი გია გვიჩია ეხმარება. რუსული მედიის მონაცემებით, გია გვიჩია 65 მილიონი დოლარის მფლობელია.

    ეკლესიის მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული არც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

    მშენებარე ეკლესიის დანგრევის საქმეს ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილება სწავლობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]