• პანკისის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

    სამშაბათი, 25 აპრილი 2017 13:12 view 3391
    პანკისის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

    პანკისის ხეობის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 2 330 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ომალოში, ჯოყოლოში, წინუბანსა და მატანში 2018 წლის აპრილში დაიწყება და 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განახორციელებს.

    პანკისის ხეობის სოფლებში, განსაკუთრებით წინუბანსა და ქორეთში სასმელი წყალი მღვრიე და ნალექიანია. წყალი განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში ბინძურდება და ხშირად მწერები და ქვეწარმავლებიც მოჰყვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, პანკისში, 2014, 2015 და 2016 წლებში აღებულ სასმელი წყლის სინჯებში, შემოწმების შედეგად სანიტარული და მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა. ამ თემაზე პანკისის სათემო რადიომ არაერთი სიუჟეტი და გადაცემა მოამზადა.

    სასმელი წყლით გადაიცემა სხვადასხვა ინფექციური, პარაზიტული და არაინფექციური დაავადებები. წყლით გადამდები დაავადებები გამოვლინდება, როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ეპიდაფეთქებების სახით. ახასიათებს სეზონური მიმდინარეობა. დაავადებათა შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის ცხელ პერიოდში.

    ყოველწლიურად მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, დიარეული დაავადებებით (ქოლერის ჩათვლით) 1,8 მლნ. ადამიანი იღუპება, მათ შორის 90 %–მდე – 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

    წყლის ხარისხობრივი და უვნებლობის მაჩვენებლები მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს ამინდის გაუარესებისა და ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორიცაა: წყალმოვარდნა, წყალდიდობა, მეწყერი, გვალვა, მიწისძვრა და სხვა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და წყალასაღები მოწყობილობების სწორი მოვლა – ექსპლუატაციის გარდა, მოსახლეობამ აუცილებელია იცოდეს და განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ წყალი სასმელად ან საკვების მოსამზადებლად. არ გამოიყენოთ წყალი სასმელად ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში. სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება. შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]