გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ასლანბეგ ბორჩაშვილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასლანბეგ ბორჩაშვილის და მასთან ერთად მისივე ბიძაშვილის, ამირან ბორჩაშვილის სირიაში წასვლის შესახებ გასული წლის სექტემბერში იუწყებოდა. ორივე მათგანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამირან ბორჩაშვილი ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი იყო.
ასლანბეგ და ამირან ბორჩაშვილების სირიაში წასვლის დროისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების გადაბირების ბრალდებით უკვე 2 თვის დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი.
სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 16 პანკისელი დაიღუპა.
- 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი;
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი;
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი;
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;
- 24 წლის დავით სვიაკაური;
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;
- 24 წლის რამზან ფარეულიძე;
- 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი;
- 39 წლის ვახა ბუგიევი;
- 22 წლის მუხმად თურქოშვილი;
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;
- 22 წლის გურამ გუმაშვილი;
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;
- 23 წლის რუსტამ გელაევი;
არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს.