• ენერგეტიკის მინისტრი პანკისში გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებს

    სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:12 view 2953
    ენერგეტიკის მინისტრი პანკისში გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებს

    3 მაისს, 11:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში ახლადაშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

    საქართველოს მთავრობამ პროექტი, რომელიც 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებას ითვალისწინებს, გასული წლის თებერვალში დაამტკიცა. სამუშაოების ჩასატარებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.

    პანკისის ისტორიაში პირველად ხეობის გაზიფიცირების სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო. ბუნებრივი აირი ხეობის 18-ვე სოფელში შეიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მათ დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პანკისში შეშით თბებოდნენ და თხევადი გაზის ბალონებს იყენებდნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]