• მოხალისედ პანკისის ხეობაში

    სამშაბათი, 02 მაისი 2017 13:57 view 3587
    მოხალისედ პანკისის ხეობაში

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (CCA) აცხადებს კონკურსს მოხალისეების მისაღებად პანკისის ხეობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები.

    მოხალისეები ორგანიზაციას დაეხმარებიან შემდეგ სფეროებში:

    • პანკისის სათემო რადიო WAY-ს კონტენტის წარმოება და განვითარება;
    • ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა და მოხალისეობა;
    • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

    მოხალისეები პანკისის ხეობაში მსახურობენ 3-დან 6 თვემდე ვადით ორგანიზაციის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით.

    პანკისის ხეობაში მოხალისეების ცხოვრებისა (საცხოვრებელი, კვება) და მგზავრობის ხარჯებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ დაფარავს.

    მოხალისეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა და გამოგზავნონ 2017 წლის 10 მაისამდე.

    კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

    ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (CCA) 2011 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზნებია: რეგიონებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ახალგაზრდა აქტივისტებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა; ეთნიკური უმცირესობებისა და მარგინალიზებული ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ადვოკატირება; ქალების სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა; გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და სხვა.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში 2015 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციამ 2016 წელს დააფუძნა პანკისის სათემო რადიო WAY, რომელიც მაუწყებლობს FM 101.1 სიხშირეზე 24 საათის განმავლობაში. პანკისის ოფისის ბაზაზე ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]