• FIBA-მ ქალ კალათბურთელებს ჰიჯაბით თამაშის უფლება მისცა

    ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 21:02 view 3579
    FIBA-მ ქალ კალათბურთელებს ჰიჯაბით თამაშის უფლება მისცა

    კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მოედანზე ჰიჯაბით თამაშისთვის ოფიციალური ნებართვა გასცა. პროფესიონალი კალათბურთელებისთვის ახალი წესი 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

    FIBA-ს ინფორმაციით, კალათბურთელის თავსაბურავი ან შავ-თეთრი უნდა იყოს, ან გუნდის ფორმის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. ჰიჯაბი სახეს არ უნდა ფარავდეს და სხვა მოთამაშეების დაზიანების საფრთხეს არ უნდა ქმნიდეს.

    "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ყატარის ქალთა ნაკრებმა 2014 წელს აზიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ ჰიჯაბით ასპარეზობის ნება არ მისცეს. ამ წესის შეცვლის მოთხოვნით სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო. ელექტრონულ პეტიციას 137 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

    აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ქალებს მატჩებზე ჰიჯაბით თამაშის უფლება მისცა იმ შემთხვევაში, თუ ამას რელიგია მოითხოვს. ჰიჯაბი ნებადართულია მძლეოსნობაშიც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]