• მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით კახეთში გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

    შაბათი, 06 მაისი 2017 10:31 view 3902
    მსოფლიო რბენასთან დაკავშირებით კახეთში გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 7 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

    ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.

    შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

    „მსოფლიო რბენა“ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც კახეთში უკვე მეოთხედ გაიმართება. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

    ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]